ამერიკაში ცოლ-ქმარმა ფილმის, „მანჩესტერი ზღვასთან“ ყურების შემდეგ შვილი მოკლა და სახლი დაწვა

შეერთებულ შტატებში ცოლ-ქმარმა ფილმის, „მანჩესტერი ზღვასთან“ ნახვის შემდეგ 16 წლის აყვანილი შშმ შვილი მოკლეს და სახლი დაწვეს. ამის შესახებ გამოცემა USA Today იუწყება.
მოკლულის ცხედარი გამომძიებლებმა დამწვარ სახლში აღმოაჩინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 16 წლის მოზარდი სახლის დაწვამდე მოკლეს. ერნსტ და ჰიზერ ფრანკლინებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ შშმ მოზარდი სახელად ჯეფრი ფილმის ნახვიდან ორ საათში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები