დენვერში მარიხუანას ეკლესია გაიხსნება (ვიდეო)
აშშ-ის ქალაქ დენვერში მარიხუანას ეკლესია გაიხსნება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა fox31 იუწყება. ეკლესიის გახსნის ცერემონია 20 აპრილს გაიმართება.
მარიხუანის ეკლესიის შენობაში ადრე ქრისტიანულ-ლუთერანული ტაძარი იყო. ეკლესია ლოგანის ქუჩაზე მდებარეობს და ის პირველი ასეთი ტიპის ადგილი იქნება, სადაც საზოგადოებაში ლეგალურად მარიხუანის მოხმარება იქნება შესაძლებელი.
მარიხუანის მომხმარებლებმა ეკლესიის გასაფორმებლად მხარტვრები მიიწვია, რომლებმაც ტაძარი სხვადასხვა ფერებში მოხატეს.
მარიხუანის ეკლესიის მრევლი საკუთარ თავს “ევოლუციონისტებს“ უწოდებენ.