გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 13 აპრილს, 12:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხვალ, 13 აპრილს, 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
მსახიობის პანაშვიდი გაიმართება დღეს, 12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე – თამარაშვილის ქ. N.19/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.
გარდაცვლილს ხვალ დილით მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები