როგორი ამინდია მოსალოდნელი სააღდგომო დღეებში

საქართველოში 12 – 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი სითბო იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალ მთაში მოთოვს.
16 აპრილს აღდგომას, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ტემპერატურა 17-18 გრადუსი იქნება. თუმცა, სინოპტიკოსები საქართველოში, დღის ბოლოს, მცირე ნალექს არ გამორიცხავენ.
სინოპტიკოსების ცნობით, 17 აპრილს კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები