ბოლნისის მუნიციპალიტეტმა „სათნოების სახლის” ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ააიპ „სათნოების სახლის” ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
„სათნოების სახლის” 200 ოჯახს, მათ შორის შინმოვლის სერვისის 30 ბენეფიციარს, პასკა, კვერცხი, ქათამი, კარაქი, შესქელებული რძე და ლიმონათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა პირადად გადასცა და მოახლოებული დღესასწაული მიულოცა. 350 ბენეფიციარს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად ერთჯერადი საკვებით უმასპინძლდება.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად უზრუნველყოფს 350 ბენეფიციარს კვებით, გარდა ამისა წლის განმავლობაში დიდ დღესასწაულებზე დამატებით ვაწვდით ნობათს და დღესაც, ტრადიციისამებრ, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 200 ოჯახს დაურიგდება სააღდგომო ნობათი.
მინდა ყველას წინასწარ მივულოცო მოახლოებული უდიდესი დღესასწაული. ჩვენ მსგავს აქციებს, რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები