ვეტერანებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 9 აპრილის სისხლიანი მოვლენებიდან 28 წელი გავიდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცების მიერ სასტიკად იქნა დარბეული. სისხლიან აქციას 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები