პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ლეხ კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გიორგი აბაშიშვილმა, დავით რაქვიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერში, პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის დღესთან დაკავშირებით, ლეხ კაჩინსკის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის ელჩმა საქართველოში და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები