გიორგი კობერიძე ზესტაფონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზესტაფონის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურულ სამუშოებს ახორციელებს.
პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა, 2017 წელს დარულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე გაეცნო და ობიექტზე დასაქმებულებს გაესაუბრა.

პროექტის ფარლებში მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, ასევე აშენდება ახალი, 2 000 მ3 მოცულობის რეზერვუარი და სატუმბი სადგური.

პროექტის დასრულების შემდეგ, ზესტაფონის მოსახლეობის ნაწილი მკვეთრად გაუმჯობესებული წყალმომარაგების გრაფიკით ისარგელებს, ხოლო 4 000 -ზე მეტი აბონენტი, რომელსაც წყალმომარაგება დღემდე არ ჰქონია, სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები