პრეზიდენტი საკონსტუიტუციო სასამართლოს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მეგობრის სტატუსით მიმართავს

“​გადავწყვიტე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს, რაც მისი თქმით, მას შესაძლებლობას მისცემს, სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.
„საზოგადოების აქტიურობიდან და ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით – მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას, დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები