კახა ძაგანია:მე ვთვლი, რომ პრეზიდენტს დიდი წარმოდგენები აქვს თავის თავზე

“ჩემთვის გაუგებარი იყო პრეზიდენტის ბოიკოტი საკონსტიტუციო კომისიის მიმართ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ განაცხადა.
ძაგანია კვლევების მიერ გამოქვეყნებულ პრეზიდენტის რეიტინგის თემაზე ეხმაურება და თვლის, რომ მარგველაშვილს საკუთარ თავზე, როგორც პოლიტიკოსზე დიდი წარმოდგენა აქვს შექმნილი. კახა ძაგანია მარგველაშვილის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირებასაც უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი ქვეყნის გახლეჩისკენ იყო მიმართული.
„მე ვთვლი, რომ პრეზიდენტს დიდი წარმოდგენები აქვს თავის თავზე. იმ კვლევების შემდგენს მე არ ვეთანხმები და ვეყრდნობი ჩვენი პარტიის კვლევებს, რის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილს საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს. ჩემთვის გაუგებარი იყო ასევე მისი მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის მიმართ ბოიკოტირება, როცა მან კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და შექმნა ალტერნატიული კომისია, 90-აინ წლებში ქვეყნის გახლეჩა სწორედ ასეთი გადადგმული ნაბიჯებიდან დაიწყო, როცა გამსახურდიას ხელისუფლებას შეუქმნეს ალტერნატიული სტრუქტურები. ზოგადად, მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლება კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილის უფლებების დაკნინებისკენ დგამს ნაბიჯებს, ხელისუფლების ინტერესი პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებების შეკვეცაა, ეს კი არ მიმაჩნია მართებულად, რადგან პრეზიდენტი უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, უუფლებო პრეზიდენტი კი ამას ვერ შეძლებს“, -განაცხადა კახა ძაგანიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები