პრეზიდენტი: მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს – იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე

“მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე”, – ამ სიტყვებით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მიმართა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება.
„ნატოს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს. შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. მომავალ ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ იქნება წარმოდგენილი. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები