მოსწავლეების ინიციატივით დაწყებული პროექტი დასრულდა – სოფელ რაჭისუბნის სკოლის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა

სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის წინ 900 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ფერადი და კრეატიულად გაფორმებული სკვერი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვალენტინა ნავერიანმა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილესთან, ლევან ჟვანიასთან ერთად გაჭრა. მოწვეულმა სტუმრებმა სკვერი დაათვალიერეს და სკოლის ეზოში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, რატევანი-რაჭისუბნის გუნდების ამხანაგურ შეხვედრასაც დაესწრნენ. სპორტული აქტივობის შემდეგ, სკოლაში კულტურული ღონისძიებაც გაიმართა.
სკვერის მოსაწყობად ფართი სკოლას ბოლნისის მუნიციპალიტეტმა გამოუყო. პროექტი “გავილამაზოთ ბავშვობა” პროგრამა ,,მომავლის თაობის ” ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ორგანიზაცია “PH International-მა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსეს. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.
პროექტი IX და X კლასების მოსწავლეებმა მათივე პედაგოგ, ლია ბურჭულაძესთან ერთად დაწერეს და სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები