ზესტაფონის სხვადასხვა უბნებში ხე – მცენარეების დარგვა მიმდინარეობს

​უკვე მესამე დღეა, ზესტაფონის სხვადასხვა უბნებში ხე – მცენარეების დარგვა მიმდინარეობს. საგაზაფხულო გამწვანების აქციის ფარგლებში, 23 სახეობის 800 – მდე ნერგი მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, 9 აპრილის სახელობის სკვერში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კვალითის დასახლებაში და ცენტრალურ ქუჩებზე დაირგო.
ქალაქის გამწვანების პროცესში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მიიღეს. გამწვანების მასშტაბური აქცია ზესტაფონში გასულ წელ ვაკნარის ტერიტორიაზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები