ზესტაფონში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ზესტაფონში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სპორტის სხვადსხვა სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენებს და მწვრთნელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სიგელები და საჩუქრები სასკოლო – სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულმა მონაწილეებმაც მიიღეს.
ღონისძიება მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას, ზესტაფონში სტუმრად მყოფი ლიტველებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები