ხსოვნის დღე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხსოვნის დღე გაიმართა.
როგორც „კვირას“ კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მუზეუმის თანამშრომლებმა ის 17 ამაგდარი მემატიანე გაიხსენეს, რომლებიც მუზეუმის დაარსების დღიდან მუშაობდნენ და პირადი მოღვაწეობით, კოლოსალური შრომის ფასად, შთამომავლობას ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომი დაუტოვეს.
ესენი იყვნენ მუზეუმის პირველი დირექტორი დურმიშხან კაპრაშიძე, დირექტორი და მწერალი გიორგი ხორგუაშვილი, მეცნიერმუშაკი დალი მელაძე, გივი ფარემუზაშვილი, ხათუნა ჯავახიშვილი, ელიზა და თამაზ შეშაბერიძეები, შალვა თანდაშვილი, სოსო ირემაძე, შოთა ბაზუაშვილი, ვალოდია მჭედლიშვილი და სხვები.
მუზეუმის თანამშრომელთა რიგებს გასულ წელს მეცნიერმუშაკი მარინე (ლალი) თათრიშვილი გამოაკლდა. ის მართლაც საქმის მცოდნე, ერთგული, პასუხისმგებლიანი და თავდაუზოგავი ადამიანი იყო, რომელმაც 60-ზე მეტი ნაშრომი დაუტოვა მუზეუმს.
წლების განმავლობაში, მუზეუმში ჩატარებულ ყველა სამეცნიერო სესიაზე ერთი თემა ყოველთვის მისი მომზადებული იყო.
ღონისძიებაზე ნაჩვენებმა ვიდეორგოლმა ის სევდაშეპარული, მაგრამ მისაბაძი გახადა. გამომსვლელები და დამსწრე საზოგადოება გამგეობის მუზეუმების გაერთიანების და მუზეუმის ხელმძღვანელებს  გარდაცვლილი ადამიანების გახსენებისა და ღვაწლის დაფასებისათვის მადლობას უხდიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები