აბაშის გამგეობამ 399 ბენეფიციარს 72 794 ლარის დახმარება გაუწია

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სოციალური პროგრამებით, მარტის თვეში, დახმარება 399 ბენეფიციარს გაუწია.
გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით, 66 ბენეფიციარზე 34 344 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით (ყოველთვიური დახმარებით), 7 ბენეფიციარზე – 1050 ლარი გაიცა.
დახმარება გაეწია მრავალშვილიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. 266 მრავალშვილიან ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე), 26 600 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 4 ოჯახზე – 1200 ლარი;
34 ბენეფიციარზე 5100 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 2 ოჯახზე 500 ლარი და გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 1 ოჯახზე 200 ლარი.
დახმარებები გაიცა ასევე შშმ პირებზე, სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით – 16 ბენეფიციარზე 3200 ლარი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით – 3 ოჯახზე 600 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წლის მარტის თვეში გაწეული დახმარების ჯამურმა ოდენობამ 72 794 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები