მეცნიერები – ათიდან ერთი სიკვდილის მიზეზი თამბაქოს მოწევაა

მეცნიერების გამოკვლევის მიხედვით, ათიდან ერთი სიკვდილის მიზეზი თამბაქოს მოწევაა. გარდაცვალების ფაქტების 4 ქვეყანაზე მოდის – ესენია აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოწევის შედეგად, სიკვდილიანობა შეიძლება, გაიზარდოს, ვინაიდან კომპანიები განვითარებადი ქვეყნების ბაზრებს ძალზე აგრესიულად ითვისებენ.
„მოწევა მაღალი არტერიული წნევის შემდეგ გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია. ამიტომ აუცილებელია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება“, – აცხადებს კვლევის ერთ–ერთი ავტორი, დოქტორი ემანუელა გაკიდოუ.
კვლევა 1990–2015 წლების პერიოდს მოიცავს. მისი შედეგები სამედიცინო ჟურნალ “The Lancet”–ში გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები