სანკტ–პეტერბურგში იმ პირის თანამზრახველები დააკავეს, რომელმაც მეტროში ბომბი ააფეთქა

რუსეთის ქალაქ სანკტ–პეტერბურგში 3 დღის წინ მომხდარი ტერაქტის საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი, სავარაუდოდ, აკბარჟონ ჯალილოვის თანამზრახველები არიან, რომელმაც მეტროს ვაგონში ბომბი ააფეთქა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლავა პეტრენკომ განაცხადა, ამჟამად აკბარჟონ ჯალილოვის ნაცნობთა წრეში დანაშაულის თანამზრახველების დადგენა მიმდინარეობს.
„ამ პირთა ბინების ჩხრეკისას აღმოჩენილია ნივთები, რომლებიც გამოძიებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ეს ნივთები ამოღებულია და ექსპერტიზაზე გადაიგზავნა“ – განაცხადა პეტრენკომ.
ტერაქტი სანკტ–პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს მოხდა, რა დროსაც 14 ადამიანი დაიღუპა და 50–ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები