მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის პირველი ტური ჩატარდა

​მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსის პირველი ტური ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საგუნდო განყოფილების ვაჟთა ფოლკლორული გუნდი, ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების 6 გუნდი. მონაწილეები კვალიფიციურმა ჟიურიმ შეაფასა.
III ეროვნული კონკურსის თავმჯდომარე საგუნდო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ედიშერაშვილი იყო; წევრები : საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი შიო აბრახამია და საპატიო სტუმარი, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები