ლევან ცუცქირიძე: გენდერული კუთხით, ქართულ პოლიტიკაში ცუდი სურათია

“გენდერულად დაბალანსებული პარტიები არიან მხოლოდ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“, – აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს რეგიონული ოფისის დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
​ცუცქირიძის ინფორმაციით, გენდერული ბალანსის მიხედვით, „ქართული ოცნება” ბოლო ადგილზეა.
„გენდერული ბალანსი ყველაზე კარგად დაცული აქვს “რესპუბლიკურ პარტიას”, სამწუხაროდ, ამ კუთხით, ბოლო ადგილზეა “ქართული ოცნება“. სალიდერო პოზიციაზე არიან „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ქალების ხმა, სამწუხაროდ, ცუდად ისმის საქართველოს პარლამენტში და ეს აზიანებს ქართულ პოლიტიკას. კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ პარლამენტები, სადაც დაცულია გენდერული ბალანსი, გაცილებით ეფექტურად მუშაობენ“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები