სანკტ–პეტერბურგში, ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში გამნაღმველებმა ბომბი აღმოაჩინეს

სანკტ-პეტერბურგის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე პირია დაკავებული. ამჟამად, შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები და გამომძიებლები მუშაობენ.  საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ტოვარიშესკის გამზირზე მდებარეობს, სპეცოპერაციის დროს მოსახლეობა ევაკუირებული იყო.
ცნობისთვის, სანკტ–პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა. 14 ადამიანი დაიღუპა და 50–ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები