გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს (ევროპოლი) შორის გაფორმებულ სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმებით, საქართველო პრაქტიკულად ხდება ევროპული წესრიგის ნაწილი პრემიერმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა.
„ამ შეთანხმების თანახმად, ჩვენ გვექნება პრაქტიულად ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობა ევროპის პოლიციურ სტრუქტურებთან.
ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ოპერატიულ შეხებას ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ევროპოლთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ სტრუქტურებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ვიზალიბერალიზაციის ფონზე. მინდა მივულოცო საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება რადგან ამ ხელშეკრულებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს. ეს ხელშეკრულება, უპირველეს ყოვლისა, არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა ვატაროთ, როგორც სანდრო პარტნიორებმა ევროპისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები