თამარ ჩიბურდანიძე: ტენდენცია, რომ კლება შეინიშნება პირველ შვილზე, გამოწვეულია ქორწინების შემცირებით

“ტენდენცია, რომ კლება შეინიშნება პირველ შვილზე, გამოწვეულია ქორწინების შემცირებით”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
​ჩიბურდანიძის ინფორმაციით, შობადობის გაზრდის კუთხით, მთის კანონმა დადებითი დინამიკა შეიტანა, თუმცა კლება, მისივე ინფორმაციით, შეინიშნება პირველ შვილებზე.
„როცა ჩვენ ვეცნობით მონაცემებს, ვხედავთ სურათს, რომ შობადობის კლება შეინიშნება ძირთადად, პირველ შვილზე, გაზრდილია მეორე და მესამე შვილებზე, რადგან აქ კარგად იმუშავა მთის კანონმა, ხოლო ქორწინებათა რიცხვი შემცირებულია, რაც ნეგატიურად აისახა პირველ ბავშვზე. საგულისხმოა, რომ მთიან რეგიონებში შობადობა გაზრდილია, ამ მხრივ, გამოვყოფ რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-თიანეთს, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ქართული გენოფონდის გადასარჩენად და ამაში აქტიურად უნდა ჩაებას მოსახლეობაც“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები