პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დღეს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. მათ შორის ბარებში, რესტორნებში. აკრძალვა სტადიონებზე 2020 წელს გავრცელდება.
კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია თამბაქოს ყველა სახის რეკლამის აკრძალვა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას. შეზღუდვები გაყიდვასა და რეკლამის გაუქმებაზე ეტაპობრივად 2018-დან 2020 წლამდე განხორციელდება.სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.
ახლებურად განისაზღვრება თამბაქოს აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაცია და განლაგება. აიკრძალება თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის საქართველოში რეალიზაცია.
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენაზე, კანონის მიღების შემდეგ მისი ადმინისტრირების წესი უნდა გადაწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები