გუგული მაღრაძე: ფილმები, რომლებშიც სიგარეტს ეწევიან, გარკვეულ საათებში უნდა გადიოდეს

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, 2030 წლისთვის საქართველოში უნდა იყოს ის სტანდარტი, რაც არის ევროპაში,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ მოწევის რეგულაციასთან დაკავშირებით ევროპაში სამოდელო ქვეყნად საქართველო აირჩიოს – ამის შესახებ დეპუტატმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, 2030 წლისთვის საქართველოში უნდა იყოს ის სტანდარტი, რაც არის ევროპაში,- „საქართველოში არის პოლიტიკური ნება, არის მოსახლეობის მხარდაჭერა, ამიტომ საქართველოს ექნება დიდი ფინანსური ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა, რათა 2030 წლისთვის საქართველოში გვქონდეს ის სტანდარტი, რაც არის ევროპაში, არაუმეტეს 5% მწეველებისა. ჩვენთან 34,8% ანუ მეოთხედზე მეტი მოსახლეობისა, არის მწეველი. ასეთი ტიპის კანონის მიღება დაგვეხმარება ამ საქმეში“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის ამოქმედების პარალელურად უნდა გატარდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
მისი თქმით მაგალითად ისეთი ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევა იქნება, ავიდეს 18 წლამდე ფილმების ფორმატში, გავიდეს ისეთ დროს, როცა მოზარდები არ უყურებენ.
“ვგეგმავთ, რომ სკოლებში თამბაქოს მავნებლობის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდეს. როცა ადმინისტრირებაზეა საუბარი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალგაზრდების, გინდათ პენსიონერების ჩართვით. საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს, თორემ მარტო კანონი ვერ იმუშავებს. ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ისეთი ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევა იქნება, ავიდეს 18 წლამდე ფილმების ფორმატში, გავიდეს ისეთ დროს, როცა მოზარდები არ უყურებენ, ასეთი ფილმები გარკვეულ საათებში უნდა გადიოდეს. ჩვენი პოზიციიდან, გარკვეული ოთახების და გარკვეული კომფორტის შექმნა მწეველებისთვის არ არის სასარგებლო, მათ უხანგრძლივებთ იმ პერიოდს და იმ განწყობას, რომ მათ შეუძლიათ მოწევა. როცა უხერხულობებია, როცა შეზღუდვებია, შეიძლება მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანებონ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები