მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევა მამაკაცის ტვინის ფუნქციებზე ნეგატიურად მოქმედებს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევა მამაკაცის ტვინის ფუნქციებზე უარყოფითად მოქმედებს – მწეველი კაცების მეხსიერება უარესდება,  მამაკაცები კოგნიტიურ ფუნქციებს კარგავენ, ასევე მათ ინტელექტი უქვეითდებათ.
კვლევებში 5 ათასი მამაკაცი და 2 ათასი ქალი მონაწილეობდა. მათი ასაკი 40-60 წელს შეადგენდა. ასევე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალების ტვინის ფუნქციებზე მოწევას უარყოფითი გავლენა არ ჰქონია. ასევე მკვლევარებმა დაადგინეს, რომ, თუ მამაკაცი 10 წელზე უფრო დიდხანს ეწევა, მისი ტვინის ფუნქციები აღარ აღდგება.
რამდენიმე კვირის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევა ორსულობის დროს ბავშვის დნმ-ის სტრუქტურად ანადგურებს.  კვლევაში 5 წლამდე ასაკის 500 ბავშვი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები