პროექტის „ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი პროექტის – „ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ – ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ველური ბუნების, მათ შორის ნადირობის და თევზჭერის მართვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მოწყობის საკითხებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროს ობიექტების ექსპლუატაციასა და მასთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ გარემოზე.
პროექტის ფარგლებში, შემუშავდება ველური ბუნების, მათ შორის, სანადირო სექტორის მდგრადი მართვის ოპტიმალური მოწყობის მოდელი საქართველოსათვის. დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით, სამონადირეო მეურნეობისათვის შეირჩევა საპილოტე ტერიტორია, სადაც განხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაცია ევროპული მეთოდოლოგიის საფუძველზე და მომზადდება მოცემული ტერიტორიის მართვის გეგმა.
ველური ფაუნის შენარჩუნებისა და პოპულაციების რიცხოვნობის გაზრდის მიზნით, მოხდება საქართველოს წითელი ნუსხის და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობისათვის შესაბამისი გასამრავლებელი ინფრასტრუქტურის (ინკუბატორები, საწიწილეები, ვოლიერები) შეძენა და შერჩეული სახეობების (ხოხობი, გნოლი, კაკაბი და სხვ.) გამრავლების ხელშეწყობა. ასევე, გამოზრდილი სახეობების გაშვება ბუნებაში და არსებული სამონადირეო მეუნეობების ტერიტორიაზე მათი სამონადირეო პოტენციალის გაზრდის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები