საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვედი ექსპერტები იმყოფებიან

ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად დამისამართების ახალ მოდელს და მის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას, სოფლად არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღწერასა და დანომვრას, დოკუმენტაციის შედგენასა და სხვა საკითხებს განიხილავენ.
ამას გარდა, შვედი ექსპერტები საქართველოში ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს გაეცნობიან, ქართველ კოლეგებს შვედურ მოდელს გააცნობენ და მომავალ საქმიანობებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მოამზადებენ. სამუშაო შეხვედრები გაიმართება მეტამონაცემების მართვაზე, სადაც NSDI-ის მეტამონაცემების პროფილთან, კატალოგთან, რედაქტორთან და გეოპორტალზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.
სამუშაო ვიზიტი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში” ფარგლებში ტარდება, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაო ვიზიტი 6 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები