გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყნის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები

“ჩვენი ქვეყნის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები“,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო მთის კურორტების განვითარებისთვის საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს.
”რეალურად, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები. მთის კურორტები არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და ეს კონფერენცია არის ხელსაყრელი, რომ წარმოვაჩინოთ ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია ”ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის” დღეს გაიხსნა, რომელსაც 300-მდე დელეგატი ესწრება. ღონისძიების დაწყებისთანავე, კონფერენციის დამსწრეებმა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ გადაღებული ვიდეოკლიპი ნახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები