გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბზის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა.
გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები