ავსტრალიის პოლიციამ მეტამფეტამინის რეკორდული პარტია ამოიღო

ავსტრალიაში პოლიციამ კრისტალური მეტამფეტამინის რეკორდული პარტია ამოიღო, ეს ნივთიერება გაერომ ნარკოტიკული საშუალებების სიაში შეიტანა. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, საერთო ჯამში ამოღებული 903 კილოგრამი მეტამფეტამინი, რომელიც გემით მელბურნში ჩაიტანეს.
დაკავებული ტვირთის ფასი 680 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ავსტრალიაში „აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩაიტანეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები