ბექა მარგიშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი შესრულდა – რას იხსენებს მოკლული პოლიციელის შვილი (ვიდეო)

დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი შესრულდა.
ოთარ მარგიშვილი მამას იხსენებს…
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 აპრილს, ვარკეთილის მეტროსთან შეიარაღებულმა მამაკაცმა ორ პოლიციელს ესროლა.
შსს-ს ცნობით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.
აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ბექა მარგიშვილი 28 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები