IRI – გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარს უჭერს

გამოკითხულთა 64% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარს უჭერს.
კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს გამოკითხულთა 64%,
ნაწილობრივ უჭერს მხარს – 26%, ნაწილობრივი არ უჭერს მხარს – 3%, ხოლო კატეგორიულად წინააღმდეგია ასევე 3%. გამოკითხულთა 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, მას გამოკითხულთა 56% სრულად უჭერს მხარს, 26% – ნაწილობრივ, 6% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 7% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +- 2,5%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები