მეცნიერებმა წყლის გამტკნარების ახალი სისტემა გამოიგონეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ფილტრი, რომელიც გრაფენისგან არის დამზადებული და რომელიც მლაშე წყლის გამტკნარებისთვის გამოიყენება. კერძოდ, გრაფენისგან დამზადებული „საცერი“ წყლის მოლეკულებს ატარებს, ხოლო ნატრიუმის და ქლორის იონებს, ასევე მარილების სხვა კომპონენტებს არ ატარებს.
ამის შესახებ გამოცემა Nature Nanotechnology იუწყება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი მეთოდების გამოყენებით, წყლის გამლაშების პროცესი მნიშვნელოვნად გაიაფდება, ვინაიდან დღეს მტკნარი წლის მიღება საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარს და ძვირი ჯდება.
დედამიწაზე მტკნარი წყლის პრობლემა სულ უფრო სერიოზულად იჩენს თავს. გაეროს ინფორმაციით, 2025 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის 14% სასმელი წყლის პრობლემა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები