ნინო გვენეტაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ

“ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და განჩინება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
„დღეს, უზენაესი სასამართლო ჩააბარებს მხარეებს დიდი პალატის გადაწყვეტილებას და იმ განჩინებებს, რომლებიც საქმესთან დაკავშირებითაა გამოტანილი. კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ, არის გადაწყვეტილებაში და განჩინებებში, რომელიც დღეს იქნება მხარეებისთვის ჩაბარებული. ის, რაც კანონომდებლობით გათვალისწინებული იყო, აბსოლუტურად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მიეწოდა მხარეებს და გავრცელდა სასამართლოს ვებგვერდზე“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები