„სადახლოზე“ და „ბათუმის აეროპორტში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (9 აბი) და ფსიქოტროპული (14 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ასევე, მარიხუანა (5,45 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები