პეტერბურგის მეტროპოლიტენში კვლავ ბომბს ეძებენ

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ანონიმური ზარის შემდეგ გამნაღმველები კვლავ ბომბს ეძებენ. ამის გამო მეტროსადგური „სენნაია“ დაიხურა. უცნობმა პირმა პოლიციაში დარეკა და მეტროში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე სააგენტო „რბკ“ იუწყება.

ცნობისთვის, სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა, ბოლო ინფორმაციით, მას 14 ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით, გამნაღმველებმა მეტროში კიდევ ერთი, აუფეთქებელი ბომბი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები