სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. აქედან, 11 ადგილზე გარდაიცვალა და 3 საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკვორცოვას ინფორმაციით, საავადმყოფოებში 49 ადამიანი რჩება, რომელთა შორის რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
ტერორისტული აქტი პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს, დღისით მოხდა. ტერორისტმა თვითნაკეთი ბომბი ააფეთქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები