ასტრახანში ისლამისტებმა ორი პოლიციელი მოკლეს

რუსეთის ქალაქ ასტრახანში ისლამისტთა ჯგუფის წევრებმა ორი პოლიციელი მოკლეს. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ამ დანაშაულისთვის 8 პირი იძებნება.
თავდასხმა სამშაბათს, გამთენიისას, ასტრახანის ლენინსკის რაიონში მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა საგზაო პოლიციის ორი თანამშრომელი ავტომობილში ჩაცხრილეს. ამის შემდეგ მათ პოლიციელების იარაღი გაიტაცეს და მიიმალნენ.
მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები