სირიაში ქიმიური იარაღით შეტევის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა

სირიის ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერს“ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში აცნობეს. ავიადარტყმა, სავარაუდოდ, რუსულმა ან ბაშარ ასადის ავიაციამ განახორციელა და მათ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის 9 ბავშვია. ის, რომ ავიაციამ მომწამვლელი გაზი გამოიყენა, ის ფაქტი მიუთითებს, რომ დაღუპულებს პირიდან ქაფი წამოუვიდათ.
ოპოზიციური ძალები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გასულ კვირას ამ რეგიონში ავიდარტყმებს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები