რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ტერაქტის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება ქალაქის გუბერნატორმა უკვე გამოსცა. ​აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებს – „ტექნოლოგიურ ინსტუტუტსა“ და „სენნაია პლოშადს“ შორის გუშინ, მოსკოვის დროით 14:40 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ​რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის შეფასება მისცა. სანკტ-პეტერბურგის ყველა მეტროსადგური დაიხურა, რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. მომხდარის გამო, რუსეთს სოლიდარობა რამდენიმე ქვეყანამ გამოუცხადა. მათ შორის, ისრაელმაც. თელავივის მუნიციპალიტეტის შენობა რუსეთის დროშის ფერებში განათდა. მომხდარის გამო, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც. მანამდე, სამძიმრის წერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა, რომელმაც ტერაქტი კატეგორიულად დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები