გამოძიება ვარაუდობს, რომ პეტერბურგში ტერაქტი ეროვნებით ყირგიზმა, რუსეთის მაქალაქემ მოაწყო

საგამოძიებო ორგანოები ვარაუდობენ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის უკან ეთნიკურად ყირგიზი, რუსეთის მოქალაქე აკბარჟონ ჯალილოვი დგას. ასევე, გამოძიება ეჭვობს, რომ ტერაქტი, შესაძლოა, ყაზახეთის მოქალაქე მაქსიმ არიშევს და ბაშკირეთის რესპუბლიკის წარმომადგენელს შეიძლება მოეწყოთ, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
რაც შეეხება აკბარჟონ ჯალილოვს, ის 6 წელია სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და წარმოშობით ყირგიზეთის ქალაქ ოშიდან არის.
ყირგიზეთის სპეცსამსახურებიც ადასტურებენ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, 3 აპრილის ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა. მედიკოსები მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ, ვინაიდან საავადმყოფოში მოთავსებული რამდენიმე მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები