სანკტ-პეტერბურგის მეტრომ მუშაობა განაახლა

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მეტრომ დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაცია იუწყება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმოსვლა ყველა სადგურსა და ხაზზე აღდგა.
ცნობისთვის, 3 აპრილს პეტერბურგის მეტროს ვაგონში სადგურებს – „სენნაიას“ და „ტექნოლოგიურ ინსტიტუტს“ შორის აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
მოგვიანებით, გამნაღმველებმა მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები