ტრამპმა პუტინს მიუსამძიმრა

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა,  აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიუსამძიმრა. ამის შესახებ „ბი ბი სის“ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აცნობა.
„პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ტერორიზმი არის ბოროტება, რომელთან ბრძოლაც ერთობლივად არის აუცილებელი“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, სამძიმრის წერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, რომელმაც ტერაქტი კატეგორიულად დაგმო.
ბოლო ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები