კახა კალაძე: მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს

ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობაც დაესწრება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია, როგორი იქნება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი.
,,პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან. დებატებს რაც შეეხება, ფორმატთან დაკავშირებით, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტთან მთავრობას სადებატო არაფერი აქვს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსს, არ მაქვს ინფორმაცია, რაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით 7 აპრილს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები