მეტეხის ხიდს “წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი” ეწოდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა რამდენიმე ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დედაქალაქში არსებულ 16 უსახელო ქუჩას სახელები მიანიჭეს.
საკითხი სხდომაზე განსახილვევლად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნათელა მაჭავარიანმა წარმოადგინა. საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილები ახალი სახელები შემდეგ ქუჩებს დაერქვათ: გლდანის რაიონში: ალექსი გობრონიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხს ალექსი გობრონიძის სახელი მიენიჭა. მუხიანის სამხედრო დასახლებაში უსახელო ქუჩას და მასთან მდებარე ჩიხს ქობის სახელი დაერქვა. მუხიანის სამხედრო დასახლებაში უსახელო ქუჩას საგუბარის სახელი მიენიჭა. მუხიანის სამხედრო დასახლებაში უსახელო ქუჩას ლურჯქედის სახელის მიენიჭა. გლდანის IIIა მ/რაიონში არსებული უსახელო ქუჩას მწვანე ქუჩის სახელის დაერქვა. ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოს ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩას და ფერმწერთა ქუჩის ნაწილს ავთო ვარაზის სახელის დაერქვა. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რომისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩებს შორის არსებულ უსახელო მოედანს ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი მიენიჭა. ისნის რაიონში: ახალი სახელები დაექვათ ვაზისუბნის დასახლებაში 2 უსახელო ქუჩას და ასევე ნავთლუღის I დასახლების V ქუჩასა და მასთან მდებარე ჩიხებს და მათ შესაბამისად ალუბლების, ვაზის და ანთიმოზ ივერიელის სახელები დაერქვათ. ასევე ახალი სახელები დაექვათ სამგორის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩებსაც: ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული უსახელო ქუჩას და მასთან მდებარე ორ გასასვლელს ზურაბ ჩაჩუას სახელი დაერქვა. კალოუბნის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე ჩიხს XVII შინდისელი გმირის სახელი მიენიჭა. რომანოზ ხომლელისა და თრიალეთის ქუჩების მიმდებარედ არსებული უსახელო ქუჩას ბზითაგორის სახელს დაერქვა. აეროდრომის დასახლების IV ქუჩას და მასთან მდებარე ორ ჩიხს ზაქარია მხარგრძელის სახელი მიენიჭა. თრიალეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას ბრილების სახელის დაერქვა. და ბოლოს, შანდორ პეტეფის ქუჩის მიმდებარედ არსებული უსახელო ქუჩასს და მასთან მდებარე შესახვევს უძოს სახელი მიენიჭა.
სხდომაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ინიციატივით გამოვიდა და დეპუტატებს, მეტეხის ხიდისთვის “წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდის” დარქმევისაკენ მოუწოდა. დეპუტატებმა კოლეგის ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
“მე მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ თბილისში საუკუნეების წინ მომხდარი დიდი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, მეტეხის ხიდს “წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი” ეწოდა. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცლის და უპრეცედენტო მოვლენის უკვდავსაყოფად გადადგმული სწორი და ღირსეული ნაბიჯი”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები