გიორგი მარგველაშვილი სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ათი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 50 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები