პეტერბურგის მეტროში კიდევ ერთი ბომბი აღმოაჩინეს

რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში გამნაღმველებმა აუფეთქებელი ბომბია აღმოჩენილი. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ბომბი გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.  ის ცეცხლმაქრის უკან იყო დამალული.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ მეტროში 2 აფეთქება მოხდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ერთ აფეთქებას. 22 ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები