„რენ-ტვ“-მ პეტერბურგის სავარაუდო ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მეტროში ტერაქტი მოაწყო

ტელეკომპანია “რენ ტვ”-მ სავარაუდო ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს ტერაქტი მოაწყო. უსაფრთხოების კამერების მეირ დაფიქსირებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცმა მეტროს ვაგონში ზურგჩანთა დატოვა და იქიდან გამოვიდა.
კადრებზე ჩანს, რომ მამაკაცს წვერი აქვს და ქუდი ახურავს. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ წვერი ყალბია და ეს გამოძიების შეცდომაში შესაყვანად არის გაკეთებული.
ცნობისთვის, დღეს სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის დაზუსტებული მონაცემებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები