სტოლტენბერგმა პეტერბურგში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი და დაშავებულთა ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.
„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ნათესავებს, ვინც სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. თანადგომას ვუცხადებ რუსეთის ყველა მოქალაქეს“, – დაწერა სტოლტენბერგმა ტვიტერში.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად ინფორმაცია 10 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები